ბრენდის - Christian Breton ისტორია 1970-იან წლებში დაიწყო. მაშინ, როდესაც მადამ ბრეტონმა - ცნობილმა მეცნიერმა და კრისტიან ბრეტონის დედამ, კანის ნაადრევ დაბერებაზე კვლევების ჩატარება გადაწყვიტა.
კრისტიან ბრეტონი დედის შრომას თვალს ადევნებდა, ის კვლევებმა გაიტაცა და მეცნიერებისადმი ინტერესი გაუჩნდა.
მისი ყურადღება კოსმეტიკის სფერომ მიიქცია, რომელიც პრესტიჟული ბრენდებით უკვე საკმაოდ გაჯერებული იყო. მიუხედავად ამისა, კრისტიან ბრეტონის აღმოჩენა თვალის კონტურის მოვლაზე ნამდვილი ფურორი იყო.
დღესდღეობით, ეს ბრენდი სამეცნიერო ბაზისზე დაყრდნოთ, თვალის, ტუჩისა და სახის მოვლისთვის უნიკალურ ფორმულებს ქმნის.
ბრენდი, რომელმაც ეფექტური და უსაფრთხო ფორმულებით მსოფლიო აღიარება მოიპოვა, 60 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.
ფორმულების სრულყოფა უწყვეტი პროცესია, რომელიც მუდმივ ლაბორატორიულ კვლევებსა და ინოვაციური მიგნებების ძიებას ეფუძნება.
„სიალამზე არის შინაგანი განწყობა, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ“, - კრისტიან ბრეტონი.